|
2016-12-14 14:25:51, 1164 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
მამიკინსი: საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ აპრილის ბოლოდან იმოგზაურებენ
ევროპარლამენტის წევრ ანდრეს მამიკინსის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ აპრილის ბოლოდან იმოგზაურებენ. როგორც მამიკინსმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით კენჭისყრა იანვარში ან თებერვალში შედგება. არსებული ინფორმაციით, ევროკავშირის ბეჭდურ გამოცემაში საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია მომავალი წლის 15 აპრილამდე გამოქვეყნდება. ცნობისთვის, დღეს დროებითი შეჩერების მექანიზმზე ევროპარლამენტში დებატები იმართება, საკითხზე კი კენჭისყრა ხვალ არის დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, 20 დეკემბერს აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER) განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)