09:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-12 15:35:15, 1439 ნახვა

პოლიტიკა
ევროსაბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2018 წლის 14 დეკემბრამდე გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2018 წლის 14 დეკემბრამდე გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საბჭომ 18 მილიონი ევროს ოდენობის რესურსი, 2016 წლის 15 დეკემბრიდან 2017 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდისთვის გამოყო.

ევროკავშირის მისია საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აგვისტოს ომი ხელმოწერილი 6-პუნქტიანი შეთანხმების საფუძველზე დასრულდა. 

მას შემდეგ, რაც მისიამ საქმიანობა დაიწყო, იგი ახორციელებს 24-საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს.

ცნობისთვის, მისიის წარმომადგენლობის ოფისი თბილისში მდებარეობს და 3 ქვეოფისი გორში, მცხეთაში და ზუგდიდში გააჩნია. მისიაში 200-მდე დამკვირვებელია ჩართული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics