12:28 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-12 10:54:06, 2832 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში მის გამარჯვებასთან კრემლის კავშირის შესახებ ინფორმაციას სასაცილოს უწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასაცილოს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი მას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

როგორც ტრამპმა განაცხადა, მას ამერიკული სპეცსამსახურების  ანგარიშის არ სჯერა, რომლის თანახმად, რუსეთი ჩარეული იყო არჩევნების დროს განხროციელებულ კიბერთავდასხმებში, რაც ტრამპს გამარჯვებაში დაეხმარა. 

“ჩემი აზრით, ეს სასაცილოა. მე ამის არ მჯერა”, - აღნიშნა ტრამპმა. 

მედია საშუალების ინფორმაციით, აშშ-ის სპეცსამსახურები თითქმის დარწმუნებულები არიან იმაში, რომ რუსეთი არჩევნების დროს განხროციელებულ ჰაკერულ თავდასხმებში ჩარეული იყო. 

დონალდ ტრამპმა მედიაში აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებაში დემოკრატები დაადანაშაულა. მისივე თქმით, მას არ სჯერა, რომ ეს ცნობები სინამდვილეში ცნეტრალური სადავერვო სამსახურიდან გავრცელდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, დემოკრატიული პარტია ცდილობს არჩევნებში თავისი მარცხი როგორმე გაამართლოს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics