15:47 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-11 10:09:22, 2575 ნახვა

სამართალი
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს თანამშრომლებმა, აქციის „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში,  ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს.

შსს-ს ინფორმაციით, სისხლის ჩაბარების აქცია, უკვე მესამე წელია, პერმანენტულად იმართება როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში. მასში შს სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომელი მონაწილეობს.

ისინი „სისხლის ბანკის“ დახმარებით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ.

 აქციაში მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics