|
2016-12-08 13:53:52, 2766 ნახვა
ეკონომიკა
„აფბა“ იმ საფრთხეების შესახებ საუბრობს, რაც შესაძლოა, აქციზის გადასახადის ზრდამ გამოიწვიოს
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასციაცია – აფბა“, იმ საფრთხეებს აფასებს რომელიც თამბაქოს ნაწარმზე აქციზის მსგავსი მოცულობით ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს. „გაუგებარია, რატომ ცდილობს ხელისუფლება თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდა დაუკავშიროს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას, მაშინ როდესაც ყველასთვის ნათელია, რომ 2017 წლის ბიუჯეტის დეფიციტის ფონზე თამბაქოსა თუ სხვა ნაწარმზე აქციზის ზრდა გარდაუვალი იყო და აქციზების ზრდის რეალური მიზეზიც სწორედ ბიუჯეტის დეფიციტის დაბალანსებაა. გარდა, ამისა მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ თამბაქოზე აქციზის ზრდა პირდაპირ კავშირში არ არის მწეველთა რაოდენობის შემცირებასთან, არამედ პირიქით, თმბაქოზე აქციზის ზრდით ხდება მომხმარებლის წახალისება დაბალფასიანი, შესაბამისად, დაბალხარისხიანი თამბაქოს მოხმარებისკენ. თუ ისევ მსოფლიო მაგალითებს მიუბრუნდებით, დავინახავთ, რომ მოხმარების შემცირების მიმართულებით, საგადასახადო წნეხზე ბევრად უკეთ მუშაობს საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიები ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის მიმართულებით. რაც შეეხება უშუალოდ თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდის ფიკალურ მხარეს, ამ მიმართულებით, არის რისკი, რომ ბიუჯეტმა უფრო დიდი ზიანი მიიღოს, ვიდრე შემოსავალი. იმდენად, რამდენადაც, აქციზის გადასახადის ზრდა ამ დოზით, ზრდის ქვეყანაში კონტრაბანდული თამბაქოს შემოდინების საფრთხეს. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში თამბაქოს ღირებულებას, სადაც ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი, თითქმის ერთი ლარით ჩამოუვარდება საქართველოში აქციზის ზრდის შემდგომ დამდგარ ფასს . ხელისუფლება თამბაქოზე აქციზის ზრდით თამბაქოს მოხმარების 10 % -ით შემცირებას ელოდება. დღეის მდგომარეობით საქართველოში მწეველთა არანაირი სტატისტიკა არ არსებობს და ერთადერთი საშუალება იმის გასაგებად, შემცირდა თუ გაიზარდა თამბაქოს მოხმარება, რჩება ისევ ქვეყანაში იმპორტირებული თამბაქოს ოდენობა. სწორედ თამბაქოს იმპორტით ვახდენთ დღეს იმის გაგებას, წლიდან წლამდე შემცირდა, თუ გაიზარდა თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა. შესაბამისად, კონტრაბანდული სიგარეტის გაჩენის შემთხვევაში შესაძლოა 10 % -ით კი არ შემცირდეს თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა, არამედ პირიქით, გაიზარდოს არალეგალური გზით შემოსული თამბაქოს ხარჯზე. რაც ერთის მხრივ დააზარალებს ბიზნეს სექტორს, მეორე მხრივ კი ნეგატიურად აისახება ბიუჯეტის ფიკალურ ეფექტზე. მსგავსი გამოცდილება ქვეყანას 2005 წელს ქონდა, როდესაც კონტრაბანდული საქონლის წილმა თითქმის 50 % შეადგინა, რამაც ლეგალური ბაზარი და ბიზნეს სექტორი დაშლის ზღვარზე მიიყვანა. „აფბა“ მიიჩნევს, რომ იმ რისკებიდან გამომდინარე, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მსგავსი დოზით ზრდა მიზანშწონილი არ არის. ამასთან აუცილებელია მსგავსი რეგულაციების მიღებამდე, მჭიდრო და საჯარო კომუნიკაცია შედგეს ბაზრის ფიგურანტებთან და მათთან მჭიდრო კონსულტაციების შემდეგ მოხდეს მსგავსი გადაწყვეტილებების დაანონსება და განხორციელება”, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)