00:08 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 13:17:12, 1011 ნახვა

საზოგადოება
„Georgian Airways”-ის თბილისი-ამსტერდამის რეისებზე შეძენილი ავიაბილეთების ღირებულების ნაწილი „სოლიდარობის ფონდში“ გადაირიცხება

უახლოეს მომავალში ავიაკომპანია „Georgian Airways“-ი და საქართველოს სოლიდარობის ფონდი ურთიერთთანამშრომლობის მემურანდუმს გააფორმებენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ფონდიდან აცნობეს, მემორანდუმი „Georgian Airways”-ის თბილისი - ამსტერდამის ყოველ რეისზე შეძენილი თითოეული ავიაბილეთიდან „სოლიდარობის ფონდში“ გარკვეული თანხის გადარიცხვას გულისხმობს.

„ბილეთის შეძენისას თქვენ ავტომატურად ხდებით ამ უაღრესად კეთილშობილური საქმის თანამონაწილე, რომელიც ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას ისახავს მიზნად. მოვუწოდებთ ყველა კომპანიას, ერთად დავუდგეთ სოლიდარობის ფონდს და იმ ადამიანებს მხარში, ვისაც ჩვენი დახმარება ჰაერივით სჭირდება!“, - აცხადებენ ფონდში.

ცნობისთვის, საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა და პირველ ეტაპზე სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობის დაფინანსებას მოიცავს.

 

ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე, რადგან #სიკეთეგადამდებია!





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics