|
2015-01-12 11:00:05, 3801 ნახვა
სამართალი
განაჩენის დასაბუთების სტანდარტებზე მომუშავე კომისია შედეგების პრეზენტაციას სავარაუდოდ თებერვლის შუა რიცხვებში გამართავს
უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე კოტე კუბლაშვილი განაჩენის დასაბუთების სტანდარტების საკითხზე მომუშავე კომისიის ფარგლებში მოსამართლეებთან და ევროპელ ექსპერტებთან ბოლო შეხვედრას მართავს. შეხვედრა განაჩენის დასაბუთების სტანდარტებს ეხება. დღევანდელ შეხვედრაზე ევროპელი ექსპერტისგან ევროპული სასამართლო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ. კუბლაშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ თებერვლის შუა რიცხვებში, კომისია განაჩენის დასაბუთების სტანდარტების შესახებ პრეზენტაციას წარმოადგენს. „ჩვენ სასამართლო რეფორმის ფარგლებში დიდი ხანია ვმუშაობთ იმაზე, რომ განაჩენები უფრო კარგად იყოს დასაბუთებული, ვიდრე ეს მანამდე იყო და ამისთვის ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, სპეციალური კომისია შეგვექმნა და ამ კომისიის ფარგლებში დღეს, ფაქტობრივად ბოლო შეხვედრა გვაქვს. მოვისმენთ ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ამ საკითხზე ევროპელი ექსპერტი გვყავს მოწვეული. მე ვფიქრობ, რომ უკვე თებერვლის შუა რიცხვებში იქნება პრეზენტაცია იმ შედეგებისა, რაც ამ კომისიამ მოამზადა. ვფიქრობ, კარგი შედეგი გვექნება. ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება მოსამართლეებისათვის სპეციალურ ტრენინგებზე, რომელიც მთელი 2015 წლის განმავლობაში ჩატარდება. ამ შედეგებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, დასაბუთების ხარისხი კიდევ უფრო ამაღლდება და გაუმჯობესდება, იმიტომ,რომ ბევრი რამ რაც გავაკეთეთ, პირდაპირ შეუძლიათ მოსამართლეებს თავიანთი განაჩენების დაწერის პროცესში გამოიყენონ“, – აღნიშნა კუბლაშვილმა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)