|
2016-12-07 10:34:00, 1371 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით, კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი
მთელი საქართველოს მასშტაბით, კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 10 დეკემბრის ჩათვლით, უმეტესად უნალექო ამინდები შენარჩუნდება. დღეს დედაქალაქ თბილისში დღე ძირითადად უნალექოდ ჩაივლის, ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება. 8 დეკემბერს ასევე უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, თუმცა ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს. 9 დეკემბერს +4, ხოლო 10 დეკემბერს +5 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი და ასევე უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში კი დღეს და ხვალ დღის მეორე ნახევარში იწვიმებს. ძირითად რაიონებში 9-10 დეკემბერს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა + 5 გრადუსიდან +8გრადუსამდე იმერყევებს. თუმცა, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)