|
2016-12-06 14:20:49, 1890 ნახვა
ეკონომიკა
განახლებადი ენერგიის განვითარება საქართველოში - პაშა ბანკის მეორე კონფერენცია MEETING ROOM-ის ფარგლებში
6 დეკემბერს სასტუმრო რედისონში პაშა ბანკი პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში გაიმართა რიგით მეორე ბიზნეს-კონფერენცია, რომელიც ამჯერად დაეთმო საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარებას ჰიდროელექტროსადგრურების მაგალითზე. კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ESCO) და საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერით. MEETING ROOM-ის ამ შეხვედრამ უმასპინძლა ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ და ასევე ამ სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს. შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნული სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა: ენერგეტიკული და სატარიფო პოლიტიკა; ჰიდროელექტროსადგურის ფინანსირებისთვის ძირითადი მოთხოვნები და საშუალებები; კერძო სექტორის გამოცდილება და გამოწვევები; ბიზნეს ეთიკა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ჰიდროელექტროსადგურის განვითარების პროცესში. ფორუმზე ზემოთჩამოთვლილ თემებზე ისაუბრეს შემდეგმა სპიკერებმა:
ფორუმის მოდერატორი იყო ქეთი სანდროშვილი, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ESCO) საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. “6 დეკემბერს ჩვენ კვლავ ვშევიკრიბეთ MEETING ROOM-ის ფარგლებში, სადაც ამჯერად განვიხილეთ საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის განვითარება ჰიდროელექტროსანდგურების მაგალითზე. ჩვენ 2013 წლიდან ვთანამშრომლობთ ეკონომიკის მრავალ სექტორთან. ენერგეტიკა ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, რომ კონფერენცია ინფორმატიული იყო ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებული ინვესტორებისათვის. MEETING ROOM-ის პირველი კონფერენციის წარმატების შემდეგ ჩვენ მეტად მოტივირებული ვართ გავაგრძელოთ კონფერენციათა სერია და ვგეგმავთ 2017 წელს კიდევ ორი შეხვედრის მოწყობას,“ – განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა. MEETING ROOM პაშა ბანკის მიერ ინიცირებული პროექტია. ეს არის სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების ციკლი, რომელიც ქმნის ახალ პლატფორმას აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ იდეების და სასარგებლო გამოცდილების ურთიერთ გაზიარებას. MEETING ROOM - ის ფარგლებში პირველი კონფერენცია წელს 25 მაისს ჩატარდა და შეხვედრის თემა „სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში“ იყო. აღნიშნული შეხვედრის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია და Colliers International.
(R)
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)