04:58 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 12:58:50, 2843 ნახვა

მსოფლიო
ტაილანდში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა

ტაილანდის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი უგზოუკვლოდ დაკარგული ითვლება, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, წყალდიდობა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია, რომელიც ქვეყნის სამხრეთ პროვინციებში უკვე 1 კვირაა გრძელდება.

ტაილანდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წყალდიდობამ 582 ათასი ადამიანი 88 რაიონიდან დააზარალა.

ხელისუფლებამ 11 პროვინცია სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა, მათ შორის ტურისტებისთვის პოპულარული კუნძულები სამუი და პანგანი.  

წყალდიდობის გამო, სამხრეთ პროვინციებთან შეფერხდა სარკინიგზო კავშირი, ხოლო დატბორილ რაიონებში სკოლები დაიხურა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics