05:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 10:41:33, 901 ნახვა

პოლიტიკა
ჟენევაში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-11 ციკლის საორგანიზაციო სესიაზე ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, შალვა ცისკარაშვილი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.​

როგორც „ექსპრესნიუსს“საგარეო უწყებიდან აცნობეს, საქართველო პირველად იქნა არჩეული ამ პოზიციაზე და ქვეყანა ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციებს 2017 წლის განმავლობაში შეასრულებს.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, საბჭოს პრეზიდენტთან და ბიუროს სხვა წევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხების შემუშავებაში, ასევე გაუძღვება ცალკეული სხდომების მიმდინარეობას.

2017 წლის განმავლობაში, საქართველოს წარმომადგენელთან ერთად, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე პრეზიდენტის ფონქციებს ასევე შესარულებენ ეგვიპტის, ერაყისა და შვეიცარიის წარმომადგენლები.

საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2016-2018 წლების ვადით იქნა არჩეული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics