|
2016-12-02 15:39:27, 1844 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციების სააგენტოს „ბიზნეს ინკუბატორის" გუნდები ქართველ ინვესტორებს ხვდებიან
3 დეკემბერს 17:30 საათზე ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7, თბილისი, ოქროყანა) საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო პროგრამა ,,ბიზნეს ინკუბატორის" სტარტაპებისა და ინვესტორების შეხვედრას გამართავს, სადაც 8 გუნდი საკუთარი სტარტაპების პრეზენტაციებს წარადგენს. მათ მიეცემათ საშუალება მოიპოვონ ინვესტიცია და განავითარონ ბიზნესი, როგორც ქართულ, ისე გლობალურ ბაზარზე.ღონისძებას მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელები და პოტენციური ინვესტორები დაესწრებიან, ისეთი კომპანიების როგორიცაა: თი-ბი-სი ბანკი, კომპანია ჯი-პი-სი, პე-ეს-პე, ბილაინი, ჯი-პი-აი, ორიენტ ლოჯიკი, თეგეტა მოტორსი, ახალი ნათება და სხვ. მნიშვნელოვანია ქართველი ინვესტორების ჩართულობა ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში, ეს ხელს შეუწყობს აღნიშნული სფეროს წინსვლასა და ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდას ქვეყანაში. ინვესტორებთან მუშაობას გუნდები პრეზენტაციების შემდეგაც ინტენსიურად გააგრძელებენ. ბიზნეს ინკუბატორის 1 წლიანი პროგრამა სტარტაპებისათვის რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველი სამი თვის განმავლობაში გუნდები პროტოტიპის შექმნაზე მუშაობენ, პროექტის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ მათ უკვე შედგენილი ბიზნეს გეგმა, ბიზნეს მოდელი და ფინანსური პროგნოზები აქვთ, ხოლო ბოლო ეტაპი ინვესტორების მოძიებას, დაინტერესებასა და შეთანხმებას გულისხმობს. აღნიშნულ პროცესების სწორად წარმართვას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საქპატენტთან, დელოიტთან და მართვის აკადემიასთან ერთად ახორციელებს. (NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)