|
2016-12-02 11:40:43, 2436 ნახვა
სამართალი კომენტარი
მურუსიძე: ცილისწამებზე და აბსურდულ თემაზე საბჭო შემოწმებას ვერ დაიწყებს
იუსტიციის საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადებით, ვანო ზარდიაშვილთან და მიშა ჩინჩალაძესთან დაკავშირებით, მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ცილისწამებაა და ამის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი არ არსებობს. მურუსიძე ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცილისწამებაზე და აბსურდულ თემებზე შემოწმებას ვერ დაიწყებს. „ის არგუმენტები რაც დასახელდა, რომ ჩინჩალაძე და ზარდიაშვილი ახდენდა ზეწოლას სასამართლო სისტემაში არის ცილისწამება და აბსურდული. ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ და ცილისწამებაზე და აბსურდულ თემაზე საბჭო შემოწმებას ვერ დაიწყებს. თუ იქნება რაიმე ფაქტი და მოსამართლეები განაცხადებენ ამას და გარედან იქნება ინფორმაცია და ფაქტი, რომ რაიმე ზეწოლა მოხდა, თუნდაც რომ ყოფილიყო ფაქტი, რომ ზარდიაშვილი და ჩიჩნალაძე შეხვდნენ მოსამართლეებს, მაშინ კიდევ შეიძლება გვეფიქრა. ჩინჩალაძე და ზარდიაშვილი მეჯვარეები არიან და როგორ ფიქრობთ შეხვდებიან თუ არა ერთმანეთს. რა შუაშია მათი შეხვედრა იმ სამ მოსამართლესთან, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს“,-აღნიშნა მურუსიძემ. ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მიშა ჩინჩალაძე და ვანო ზარდიაშვილი „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)