03:58 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 15:36:14, 1605 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი: ვატყობ, უმრავლესობა უმრავლესობაში ყოფნას კიდევ 70 წელი აპირებს

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის დროულად მიღებას ითხოვს.

ინაშვილის თქმით, უმრავლესობა მაჟორიტარული სისტემის ცვლილებაზე მსჯელობის განახლებას არ აპირებს. 

,,ვხედავთ, რომ პარლამენტში უმრავლესობა არ აპირებს განაახლოს განხილვა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, კერძოდ კი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე. ახლა, როგორც ვიცი, უნდა შექმნან საკონსტიტუციო კომისია, რომ ამ საკითხზე მუშაობა გააჭიანურონ. აღნიშნულთან დაკავშირებით თავის დროზე 200 ათასი ადამიანის ხელმოწერაც შეგროვდა. ისინი არ აპირებენ თავიანთი დანაპირების შესრულებას და სწორედ ამიტომ გვაქვს ასეთი სიტუაცია პარლამენტში. აუცილებლად უნდა დაიწყოს დროულად მსჯელობა ამ კანონზე თუ გვინდა, რომ მრავალპარტიული პარლამენტი გვქონდეს. ვატყობ, უმრავლესობა უმრავლესობაში ყოფნას კიდევ 70 წელი აპირებს", - განაცხადა ინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics