02:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 16:53:58, 789 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურა პატარაძის კანდიდატურა დაასახელა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ცნობილი გახდა ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის შესაბამისად ჩვენ უმაღლესი საბჭოს შემავალ სუბიექტებთან კონსულტაციები ვაწარმოეთ და ამ კონსულტაციების საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას წარვადგენთ. კანდიდატურა კონსულტაციების საფუძველზე შერჩეული იქნა და მთავრობას შესათანხმებლად გადაეგზავნება. ამის შემდეგ გადაეგზავნება დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოს. ეს არის ზურაბ პატარაძე. მე მას ვუცხადებ ნდობას და წარმატებებს ვუსურვებ “, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics