01:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 15:09:05, 720 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 4 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტში 30 ნოემბერის პლენარულ სხდომაზე 4 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ. 

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის, ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ სანდრა რულოვსის უფლებამოსილების შეწყვეტაზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა.

კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ ზემოთ აღნიშნული პირებიდან სამი საქმიანობას მთავრობაში გააგრძელებს, მათ დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდებათ.

როგორც კახიანმა აღნიშნა, სანდრა რულოვსმა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს თავად მიმართა.

პარლამენტში გიორგი კვირიკაშვილის, კახი კალაძის, გიორგი გახარიასა და სანდრა რულოვსის ადგილმონაცვლის საკითხს ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაზღვრას. მათი ადგილმონაცვლე პარტიული სიის მომდევნო ნომერი იქნება.

არსებული ინფორმაციით, მთავრობაში გადასული დეპუტატების ადგილს პარლამენტში გუგული მაღრაძე, დავით მატიკაშვილი, გიორგი ხატიძე და გიორგი ღვინიაშვილი დაიკავებენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics