|
2016-11-27 16:26:32, 1564 ნახვა
სპორტი
ცისკარიშვილი მინისტრთა კაბინეტზე: შემოთავაზებულ მთავრობას ახალს ვერ დავარქმევ
„უპირველეს ყოვლისა შემოთავაზებულ მთავრობას ახალს ვერ დავარქმევ, რადგან წინა მთავრობის შემადგენლობიდან პრაქტიკულად 10%-ია შეცვლილი“,-ამის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა. ექსპერტმა მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომებსა და დეპუტატებზე ისაუბრა. ცისკარიშვილის შეფასებით, ახალი საპარლამენტო პროცესი მიუღებელი ფრაზეოლოგიით და ზეწოლის მცდელობით დაიწყო. „როდესაც პარლამენტში მიმდინარე სხდომებს თვალყურს ვადევნებთ, საერთოდ გვავიწყდება რაიმე მნიშვნელობა აქვს თუ არა ამა თუ იმ მთავრობას ჩვენს ქვეყანაში. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი უზრდელობა და ასეთი ზნედაცემულობა, რისი მოწმენიც ამ დღეებშიც გავხდით და რამაც სულ ცოტა 2012 წლის ოქტომბრისკენ გადაგვისროლა. ასეთი უეცარი თავდასხმით, სრულიად მიუღებელი ფრაზეოლოგიით და ზეწოლის მცდელობით კვლავ იწყება ახალი საპარლამენტო პროცესი.რისი იმედი უნდა გვქონდეს მაშინ როდესაც განვლილი 4 წლის განმავლობაში, ყოფილი პარლამენტის ძირითადი საქმიანობა იყო ორი ძირითადი პოლიტიკური ძალის ურთიერთ ლანძღვა-გინება. განვლილი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის უკეთესი პერსპექტივისთვის არანაირი სიმშვიდე და რაიმე აკადემიური სივრცე გონივრული ნაბიჯების გადასადგმელად არ დაგვინახავს. ძალიან საგანგაშოა ის ფაქტი, რომ სწორედ 2012 წლის პარლამენტის მიმდევარია ამ მიმართულებით დღევანდელი პარლამენტიც“,-განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ლიდერი, რომელთაც დანარჩენმა წევრებმა უნდა მიბაძოს. მისივე თქმით, გიორგი კვირიკაშვილის და დავით ბაქრაძის ერთმანეთისგან განსხვავებული ხედვა, არ ნიშნავს იმას რომ რომელიმე მათგანი ქვეყანას ვნებს. „ვერა და ვერ მოახერხა სახელისუფლებო საპარლამენტო შემადგენლობამ, რომ რაიმე სახის სხვა სცენარი შემოეთავაზებინა მათ მიმართ ზღვარგადასული და ბევრ შემთხვევაში უსაფუძვლო თავდასხმის გამო. ერთადერთი ჩემთვის მისაღები ის გახლავთ, რომ ორივე პოლიტიკურ ძალას გააჩნია საკუთარი ლიდერი, რომელთაც უნდა მიბაძონ დანარჩენმა წევრებმა. ვგულისხმობ გიორგი კვირიკაშვილს და დავით ბაქრაძეს. ეს ორი ადამიანი განსხვავებული შეხედულებების, რომ არიან, არაფრით არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი ქვეყანას ვნებს. მათ აკადემიზმი, შინაგანი კულტურა და სრულიად მისაღები ტერმინოლოგია გააჩნიათ. თუ კვლავ ჩამოვყალიბდით ისეთ სტრუქტურად, რომ მხოლოდ ერთმანეთის ლანძღვაში ხედავენ გამოსავალს, მაშინ არ გაგვიკვირდეს, რომ სწორედ საქართველოზე იქნას მორგებული ის ანდერძი, რომელიც ვინსტონ ჩერჩილმა შთამომავლობას დაუტოვა. მან ბრძანა “როდესაც იწყება კამათი აწმყოსა და წარსულს შორის, ჩვენ აღმოვაჩენთ , რომ დავკარგეთ მომავალი“,-განაცხადა ცისკარიშვილმა.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)