|
2016-11-27 01:12:11, 2508 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ფიდელ კასტროს გარდაცვალებაზე: მსოფლიო აღნიშნავს სასტიკი დიქტატორის სიკვდილს
აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, კუბის რევოლუციის ლიდერის ფიდელ კასტროს გადაცვალებას გამოეხმაურა. წერილს ტელეკომპანია CNN -ი ავრცელებს. ტრამპის შეფასებით, დღეს მთელი მსოფლიო აღნიშნავს სასტიკი დიქტატორის სიკვდილს. "ფიდელ კასტროს მემკვიდრეობა, ეს არის დახვრეტა, ძარცვა, წამება, ტანჯვა, სიღარიბე და ადამიანის ფუნდამენტარული უფლებების უარყოფა. მიუხედავად იმისა, რომ კუბა რჩება ტოტალურ სახელმწიფოდ მე იმედს გამოვთქვამ, რომ დღევანდელი დღე საშინელებების დასრულების სიმბოლოა, რომელიც დიდხანს გრძელდებოდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ სესანიშნავი კუბელი ხალხი იცხოვრებს ტავისუფლად, ისე როგორც ისინი ამას იმსახურებენ."- განაცხადა დონალდ ტრამპმა. კუბის რევოლუციონერი და ყოფილი ლიდერი ფიდელ კატასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. კუბის სახელმწიფო ტელევიზიიც ცნობით, რევოლუციის ლიდერი ჰავანაში გარდაიცვალა. სხვა დეტალები არ კონკრეტდება. ცნობისთვის, ჯანმრთელობის გაუარესების გამო 2006 წლის 21 ივლისს ფიდელ კასტრომ კუბაზე მმართველობა თავის ძმას, რაულ კასტრს გადააბარა. რევოლუციონერი კასტრო, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, 1926 წლის 13 აგვისტოს დაიბადა. 1976 წლის დეკემბრიდან 30 წლის განმავლობაში, სახელმწიფო საბჭოს და კუბის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. ამასთან, რევოლუციური სამხედრო ძალების მთავარსარდალი და ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე იყო. მთავრობის მეთაური 1959 წლიდან და პრეზიდენტი 1976—2008 წლებში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)