|
2016-11-26 13:21:47, 2345 ნახვა
მსოფლიო
ვისკონსინის შტატში საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებულ ხმებს ხელახლა დაითვლიან
ვისკონსინის შტატში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმებს ხელახლა დაითვლიან, - ამის შესახებ დასავლური მედია იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, შესაბამისი გადაწყვეტილება ადგილობრივმა საარჩევნო კომისიამ “მწვანეთა პარტიის” კანდიდატის, ჯილ სტაინის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. ხმების გადათვლა სავარაუდოდ მომავალ კვირას დაიწყება. კანონმდებლობის მიხედვით პროცედურა 13 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ჯილ სტაინი ხმების ხელახლა დათვლას ითხოვს მიჩიგანსა და პენსილვანიაშიც. კანონის მიხედვით, პროცედურასთან დაკავშირებული ხარჯები მოთხოვნის ავტორმა თავად უნდა დაფაროს. სპეციალურ ფონდში უკვე შეგროვდა 5 მილიონ დოლარზე მეტი, რაც ვისკონსინსსა და პენსილვანიაში ხმების გადათვლას ეყოფა. ამასთან, თუ აღმოჩნდება, რომ ვისკონსინში, მიჩიგანსა და პენსილვანიაში ხმები არასწორად იყო დათვლილი, ეს საკმარისია, რომ 8 ნოემბერს ჩატარებულ არჩვენების შედეგებს გადახედონ და გამარჯვება ჰილარი კლინტონმა მოიპოვოს. აშშ-ის ხელისუფლება აცხადბეს, რომ არჩევნების შედეგები გაყალბების სამხილები არ არსებობს. ბარაკ ობამას ადმიანისტრაციამ 25 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომ არჩევნების შედეგები ამერიკელი ხალხის ნებას ობიექტურად გამოხატავს. შეგახსენებთ, რომ რესოუბლიკელმა კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის 290 წევრის ხმა მიიღო. მისმა კონკურენტმა ჰილარი კლინტომა ტრამპს ამომრჩეველთა ხმებით აჯობა, მან 2 მილიონით მეტი ხმა მიიღო.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)