|
2016-11-26 11:19:07, 2628 ნახვა
მსოფლიო
ანდერძის თანახმად, ფიდელ კასტროს კრემაცია დღეს გაიმართება
კუბის რევოლუციის ლიდერის და ყოფილ მმართველის ფიდელ კასტროს კრემაცია დღეს გაიმართება. ამის შესახებ კუბის მოქმედმა პრეზიდენტმა რაულ კასტრომ, ტელემიმართვისას განაცხადა. "ჩემი უფროსი ძმის ნება იყო, გარდაცვალების შემდეგ მისი კრემაცია მომხდარიყო. ანდერძის შესრულება შაბათს დავგეგმეთ", - აღნიშნა კუბის მოქმედმა პრეზიდენტმა. ამასთან რაულ კასტრომ, თქვა რომ ფიდელი პარასკევს საღამოს მისი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გარდაიცვალა. შეგახსენებთ, ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. რევოლუციონერი კასტრო, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, 1926 წლის 13 აგვისტოს დაიბადა. 1976 წლის დეკემბრიდან 30 წლის განმავლობაში, სახელმწიფო საბჭოს და კუბის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. ამასთან, რევოლუციური სამხედრო ძალების მთავარსარდალი და ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე იყო. მთავრობის მეთაური 1959 წლიდან და პრეზიდენტი 1976—2008 წლებში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)