15:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 18:30:21, 653 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე შუახევის სოფელ ჭვანას რეაბილიტირებული ბაღის გახსნას დაესწრო

არის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს შუახევის სოფელ ჭვანას ახლადრეაბილიტირებული ბაღის გახსნას დაესწრო. რეგიონის პირველმა პირმა ადგილობრივებს აჭარის მაღალმთიანეთში კიდევ ერთი ახალი ბაღის ექსპლოატაციაში შესვლა მიულოცა.

ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა. გამგეობის გადაწყვეტილებით გარემონტდა ნაგებობის მეორე სართული , სადაც განთავსდა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო და ადმინისტრაცია, კეთილმოეწყო ეზო. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. 30 აღსაზრდელზე გათვლილ სააღმზრდელო დაწესებულებაში განლაგდა საჭირო ინვენტარი, ტექნიკა და საბავშვო ლიტერატურა. სამუშაოებზე 117.000 ლარი დაიხარჯა.

საბავშვო ბაღში დასაქმებულია 10 ადგილობრივი. შუახევის მუნიციპალიტეტში 2016 წელს ბაგა-ბაღების რეაბილიტაციაზე 300 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. სულ აჭრაში 2016 წელს 21 ბაღი აშენდა, 9 ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს, 13 კი რეაბილიტირებულია.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics