19:56 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 17:01:15, 1731 ნახვა

ეკონომიკა
ლარმა გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა

ლარმა გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ლარი როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა.

კერძოდ, 1 დოლარი ხვალ, 2.5026 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4852 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0174 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.6505 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.6259 ლარა არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0246 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, ლარის კურსის ახალი ისტორიული მინიმუმი 2.4923 ლარი, მიმდინარე წლის იანვარში დაფიქსირდა. მანამდე, ლარის ისტორიაში, კურსის მინიმალური ნიშნული 1999 წლის 23 თებერვალს, 2,4510 იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics