22:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 12:39:50, 617 ნახვა

პოლიტიკა
„საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს უსმენენ

საქართველოს პარლამენტში  ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომა მიმდინარეობს. 

„საქართველოს პატრიოტები“ მთავრობის ახალ შემადგენლობას ხვდებიან. ამწუთებში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი მათ სამთავრობო პროგრამას აცნობს. თავდაპირველად, გიორგი კვირიკაშვილმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა  და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

პრემიერობის კანდიდატმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება.

„მოგეხსენებათ, რომ გასული 4 წელი ძირითად ფოკუსირებული იყო ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის მიმართულებით. მათ შორის ეკონომიკური პოლიტიკაც წარიმართა იმგვარად, რომ დაცული ყოფილიყო ძირითადი სოციალური უფლებები და ეკონომიკური ზრდა ყოფილიყო დაბალანსებული ადამიანების ძირითადი საბაზისო უფლებების უზრუნველყოფით, როგორიც არის ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. სამომავლოდ, ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარების დღის წესრიგი განსაზღვრას ახალ ამოცანებს და ამ ამოცანებიდან გამომდინარე, შედგენილი იქნა რეფორმათა 4 პუნქტიანი გეგმა, რომელიც პასუხობს დღევანდელობის გამოწვევებს, სწრაფი ეკონომიკური ზრდის მოთხოვნებს. შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც ეკონომიკური ზრდის დაბალანსსებას შევეცდებით, სოციალური საჭიროებების უზრუნველყოფის მიმართულებით“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics