15:46 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 12:06:34, 648 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ს თვითმართველობა რექტორს მოუწოდებს, არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება უზრუნველყონ

თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის ბახვა კვირიკაშვილის განცხადებით, "აუდიტორია115"-ში კიდევ შემორჩა ხალხი, რომლებსაც დესტრუქციული ქმედებები არ სურთ.

კვირიკაშვილის თქმით, ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები 13:00 საათიანი აქციის შემდეგ უნივერსიტეტის იმ კორპუსში შეეცდებიან შეჭრას, სადაც 4 საარჩევნო უბანია გახსნილი.

"მათ უნდათ ამ უბნებზე არჩევნების ჩაშლა, პროვოკაციების მოწყობა და იმ ქმედებების განხორციელება, რაც გუშინ არ გამოუვიდათ. მოვუწოდებ უნივერსიტეტის რექტორს, ადმინისტრაციას, უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურს და ყველა უფლებამოსილ პირს, უზრუნველყონ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება, არ დაუშვან ამ ვანდალების კიდევ ერთხელ კორპუსში შემოჭრა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. სტუდენტებმა უნდა აირჩიონ 140 წევრი, კანდიდატების რაოდენობა კი 160-ია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics