|
2016-11-25 11:34:17, 1221 ნახვა
სხვადასხვა
ვლადიმერ პუტინი: რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება
ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა რუსული გეოგრაფიული საზოგადოების მიერ გამართული დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა გამართულ ღონისძიებაზე ბავშვებს გეოგრაფიული მინი გამოცდა ჩაუტარა, რა დროსაც ბიჭს ჰკითხა, სად მთავრდება რუსეთის საზღვრები. "რუსეთის საზღვრები მთავრდება ბერინგის სრუტეზე აშშ-სთან…“, - თქვა ბავშვმა, რა დროსაც მას პრეზიდენტმა გააწყვეტინა და აღნიშნა, რომ "რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება". ვლადიმერ პუტინის ამ სიტყვებს დარბაზში სიცილი მოჰყვა, რის შემდეგაც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ეს ხუმრობა იყო. ცნობისთვის, რუსული გეოგრაფიული საზოგადოება 1845 წელს დაარსდა. ვლადიმერ პუტინი მისი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)