|
2016-11-24 16:38:00, 1495 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ალავიძე: რეგიონების მასშტაბით, ძველი ნაგავსაყრელები დაიხურება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ ალავიძემ საკომიტეტო მოისმენისას იმ პირველი რიგის ამოცანებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც დამტკიცების შემთხვევაში აპირებს. კერძოდ, ალავიძის განმარტებით, ერთ-ერთი პირველი რიგის ამოცანაა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ისე, რომ მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელი იყოს ქვეყნის მრავალ რეგიონებში ტურისტების მიღება. „ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და მათთან მისასვლელ გზებს. დამატებით შეიქმნება 50 000 სამუშაო ადგილი. სამწუხაროდ, რეგიონებში ჯერ კიდევ არსებობს წყალმომარაგების პრობლემები და შემდეგი 4 წლის განმავლობაში ეტაპობრივად უზრუნველვყობთ მუნიციპალური ცენტრების 24 საათიან წყალმომარაგებას“,-განაცხადა ზურაბ ალავიძემ. მისივე თქმით, რეგიონების მასშტაბით, ძველი ამორტიზირებული ნაგავსაყრელები დაიხურება და ევროსტანდარტების ტიპის ნაგავსაყრელები აშენდება. ზურაბ ალავიძე პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევს რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასაც და ამბობს, რომ მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები გაიზრდება.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)