21:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 16:28:16, 1235 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი ოთო კახიძეს: მესმის, რომ თქვენ არ მოგწონვართ და ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტია

„ვანო მერაბიშვილის საქმეზე თქვენ იყავით ადვოკატი და  გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ გამარჯვებად ასაღებთ არ არსებობს დღეს, იმიტომ რომ გასაჩივრდა დიდ პალატაში და დიდმა პალატამ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება არ შედის ძალაში“, - ასე უპასუხა  იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოთო კახიძის კითხვას, რომლის შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეს ეხებოდა.

მინისტრობის კანდიდატმა  კახიძეს  მიმართა და აღნიშნა, რომ   მარტში საქმის განხილვა ნულიდან დაიწყება.

„ჩვენ მარტში, დიდ პალატაში დავიწყებთ ამ საქმის ნულიდან განხილვას. ამიტომ 8 მარტს მოემზადეთ თუ კი ისევ თქვენ იქნებით ადვოკატი, რომ თავიდან დაიცვათ ეს საქმე. კარგად მესმის, რომ თქვენ ამ საქმეზე როგორც ადვოკატს მოთხოვნილი გქონდათ ან პატიმარს რაში თხოვთ ფულს 39 ათას 390 დოლარს  და სტრასბურგმა მოგანიჭათ 4000 ათასი ევრო. ესეც არ შევიდა ძალაში და ეს ფული თუ გადარდებთ მოგიწევთ მოიცადოთ, რომ თუ ისევ გაიმარჯვებთ მოგანიჭებთ ფულს სასამართლო. მიიღებთ ამ თანხას, მე არ ვიცი რა გადარდებთ.  ეს არის წმინდა სამართლებრივი პროცესი. ამ 4000 ევროს დღეს მიიღებთ თუ ხვალ ნუ გადარდებთ. ყოველ შემთხვევაში ვანოს საქმეზე ის რაც ითქვა, ითქვა.  სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს კაცი წინასწარ პატიმრობაში იყო კანონიერად. მესმის, რომ ეს თქვენ გწყინთ.
რაც შეეხება, მიშას, ზურა ადეიშვილს,  რომლის მოადგილე  ბრძანდებოდით ბატონო  ოთარ და მაშინ ალბათ კომფორტში იყავით,  მესმის, რომ მე თქვენ არ მოგწონვართ და ეს ჩემი დიდი კომპლიმენტია. თქვენ სისხლის სამართლის რეფორმა მიგყავდათ  მახსოვს, რომ ადვოკატი ხატიაშვილი იქნებოდა თუ სხვა ნებისმიერი  ვერც კი  მოგიახლოვდებოდათ, რომ რაღაც კანონპროექტზე კითხვა დაესვათ და სისხლის სამართლის ვითომ რეფორმა მიგყავდათ. მესმის, რომ ის სხვა დრო იყო.  მაშინ კომფორტში იყავით და ახლა რაღაცეები  არ მოგწონთ, მაგრამ ამაში ვერ დაგეხმარებით,  თქვენ  დიდ მჭმუნვარებაშიც ხართ მეოთხე წელია“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics