21:17 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 16:17:30, 1999 ნახვა

პოლიტიკა ეკონომიკა კომენტარი
გიორგი გახარია: ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ყველაფერი საგარეო ფაქტორებს დავაბრალოთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს საქართველოს ეკონომიკას საკმაოდ მძიმე პირობებში უწევს განვითარება.

როგორც გახარიამ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას აღნიშნა, ძირითად სავაჭრო პარტნიორებში მიმდინარე ეკონომიკური  პროცესები საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება, თუმცა  ყველაფერი საგარეო ფაქტორების ბრალი არაა:

„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის იდეოლოგია გახლავთ  თავისუფალი ბაზრის პრინციპი, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის ერთადერთი საშუალება, ამ ქვეყანაში იყოს ძლიერი კერძო სექტორი, რომელმაც უნდა შექმნას სამუშაო ა დგილები და მიიღოს ყველაზე მნიშვნელოვანი  წვლილი ეკონიმიკის სწრაფ ზრდაში. ამის ფუნდამენტი მაკროეკონომიკური სტაბილურობაა, საკუთრების უფლების განუხრელი დაცვა და თავისუფალი კონკურენტული გარემოს შექმნაა.დღეს საქართველოს ეკონომიკას საკმაოდ მძიმე პირობებში უწევს განვითარება. ვგულისხმობ იმ საგარეო ფაქტორებს და გარემოს, რომელშიც ვიმყოფებით. შეუძლებელია ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში მიმდინარე ეკონომიკურმა პროცესებმა არ პოვოს ასახვა ჩვენს ეკონომიკაზე, თუმცა ასევე გვესმის, რომ ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში და იმ პოზიციაში, რომ ყველაფერი საგარეო ფაქტორებს დავაბრალოთ. აქიდან გამომდინარე, გვესმის, რომ არსებობს გარკეული შიდა მომენტები, რომლებიც აფერხებს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და ამ გამოწვევებსაც შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. ქართული ეკონომიკა დღეს გამოწვევების ეკონომიკაა, რაშიც ვგულისხმობთ იმას, რომ ერთის მხრივ, აშკრაა, რომ ზრდის პოტენციალი მხოლოდ ნაწილობრივაა გათვალისწინებული ამუშავებული, ხოლო მეორეს მხრივ, რეგიონში და ძირითად სავაჭრო პარტნიორებში პრობლემებია,  რაც ჩვენს ეკონომიკაზე აისახება“,-განმარტა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics