|
2016-11-24 13:29:09, 1308 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თეა წულუკიანი: ამ არჩევნებზე გვქონდა ყველაზე ზუსტი და სანდო საარჩევნო სია
„ამ არჩევნებზე გვქონდა ყველაზე ზუსტი და სანდო საარჩევნო სია", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა მე-9 მოწვევის პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ბოლო 4 წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ელექტრონული პირადობის მოწმობა გაიცა უფასოდ, რამაც საარჩევნო სიის დახვეწაში თავისი როლი შეასრულა. „საარჩევნო რეფორმის კუთხით ჩვენ მივეცით ქვეყანას ფოტოსურათიანი საარჩევნო სია. ჩვენ ამ არჩევნებზე გვქონდა დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე ზუსტი და სანდო საარჩევნო სია. დღეისათვის ამ სიაში, იმ პრაქტიკული რეფორმების წყალობით, რაც სამოქალაქო რეესტრში ჩავატარეთ, 2.600.000 საარჩევნო მონაცემი არის ზუსტი. ბოლო 4 წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ელექტრონული პირადობის მოწმობა გაიცა უფასოდ, რამაც თავისი როლი შეასრულა საარჩევნო სიის დახვეწაში", − განაცხადა თეა წულუკიანმა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)