|
2016-11-24 13:02:41, 1466 ნახვა
კომენტარი
კახიშვილი: პენიტენციურ დაწესებულებებში, 603 პაციენტი C ჰეპატიტისგან სრულად განიკურნა
პენიტენციურ დაწესებულებებში, 603 პაციენტი C ჰეპატიტისგან სრულად განიკურნა, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. როგორც კახიშვილმა აღნიშნა, პენიტენციურ დაწესებულებებში სხვადასხვა სამედიცინო პროგრამაბები მოქმედებს. "C ჰეპატიტის აქტიური მკურნალობა მიმდინარეობს. 2014 წლიდან დღემდე 1548 პაციენტი გვყავს და 603 პატიენი სრულად განიკურნა ამ დაავადებისგან, ხოლო 558 ბრალდებული ასევე გადის მკურნალობას. რაც შეეხება სუიციდის რისკფაქტორებს, ჩვენ კონტროლზე გვყავს ადამიანები, რომლებიც შემოდიან დაწესებულებაში, ამიტომ ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების დახმარებით მათი შემოწმება ხდება, რის შემდეგადაც სუიციდის რისკფაქტორი განესაზღვრებათ. გარდა ამისა ხორციელდება ტუბირკულიოზის მკურნალობის პროგრამა და 73 ბენიფიციარი გვყავს", - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა. კახიშვილის ინფორმაციით, საქართველოს პრობაციის სამინისტრომ დაზიანების აღრიცხვასთან დაკავშირებით სტამბოლის პროტოკოლის წესები მიიღო. "ჩვენ ვახდენთ დაზიანებებების ფოტოგრაფირებას, იმ შემთხვევაში თუ გამოძიებას დასჭირდება, სრულყოფილი მასალა ჰქონდეს. ასევე, მივეცით საშუალება ომბუდსმენს და მის წარმომადგენელს ფოტოგრაფირების უფლება პენიტენციურ დაწესებულებაში, იმ მიზნებისთვის თუ საგამოძიებო სტრუქტურებს დასჭირდებათ დაზიანების კვალი", - განაცხადა კახიშვილმა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)