|
2016-11-24 12:16:38, 1858 ნახვა
სამართალი კომენტარი
მღებრიშვილი: 1 წლის განმავლობაში უკანონო ბრუნვიდან 37 კგ კოკაინი, 181 კგ ჰეროინი და 15 კგ ფსიქტროპული ნივთიერებები ამოვიღეთ
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, გასული 1 წლის განმავლობაში სამართალდამცავებმა უკანონო ბრუნვიდან 37 კგ კოკაინი, 181 კგ ჰეროინი და 15 კგ ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს. როგორც მღებრიშვილმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე აღნიშნა, უკანონო ბრუნვიდან ასევე ამოღებულია 1482 ცეცხლსასროლი იარაღი. „ერთი წლის განმავლობაში, უკანონო ბრუნვიდან ამოვიღეთ 37 კგ კოკაინი, 181 კილოგრამი ჰეროინი, რომლის უდიდესი ნაწილი ტრანზიტისთვის იყო განკუთვნილი. ასევე, 15 კგ ფსიქოტროპული ნივთიერებები და სხვადასხვა დასახელების სხვადასხვა ნარკოტიკი“,-განაცხადა მღებრიშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტს დაამტკიცებს. მღებრიშვილმა დასძინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება პრიორიტეტად რჩება.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)