|
2016-11-22 15:38:35, 860 ნახვა
რეგიონი
პოლონელი და ჩეხი ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში დღეს ჩეხ და პოლონელ ტუროპერატორებს რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები გააცნეს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, პრეზენტაციას, რეგიონში მოქმედი ტურისტული სააგენტოების წარმომადენლებიც დაესწრნენ. მათივე ცნობით, პრეზენტაციის შემდეგ ქართველმა და უცხოელმა ტუროპერატორებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ჩეხი და პოლონელი ტუროპერატორები აჭარაში ქობულეთის გამგეობის ორგანიზებით 21 ნოემბერს ჩამოვიდნენ და 24 ნოემბრამდე დარჩებიან. ტუროპერატორების ჯგუფს ხელმძღვანელობს პოლონეთში ქობულეთს დამეგობრებული ქალაქის პიეკარი შლონცკეს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი დარიუს გაცეკი. ვიზიტის მიზანია ქობულეთის ტურისტული პოტენციალისა და სასტუმრო ინფრასტრუქტურის გაცნობა. სამი დღის განმავლობაში სტუმრები ქობულეთში არქეოლოგიურ ნაქალაქარს, ისპანის დაცულ ტერიტორიას, მუზეუმს, ციცინათელას, ბლექ სი არენას, ღვინის სახლსა და სხვა ტურისტულ ადგილებს მოინახულებენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)