|
2016-11-22 15:30:44, 2003 ნახვა
სამართალი კომენტარი
საქართველოში გოგოების ე.წ. წინდაცვეთა შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს
საქართველოში გოგოების ე.წ. წინდაცვეთა შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრობიას კანდიდატმა თეა წულუკიანმა განუცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნულ თემაზე საკონმდებლო ორგანოსთან ერთად იმუშავებს: „ბოლო 4 წლის მანძილზე ძალიან ბევრი ნაბიჯი, მათ შორის საკანონმდებლო, გადაიდგა ბავშვთა უფლებების დაცვის მაღალ ხარისხში ასაყვანად, იქნებოდა ეს ბავშვთა მართლმსაჯულების კოდექსი, ქუჩაში მცხოვრები, ან მომუშავე ბავშვების დოკუმენტაციის მოწესრიგების რეფორმა. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციით, რომლის ხელმოწერის პატივიც მე მქონდა 2 წლის წინ, მაგრამ რატიფიკაცია უკვე იმედი მაქვს, ახალი პარლამენტის ფარგლებში მოხდება, სადაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩავამატეთ ახალი მუხლი, რომელიც ეხება ქალის გენეტალიების დამახინჯებას, იქნება ცალკე მუხლი, თუ კი ამას პარლამენტი მხარს დაუჭერს, რომ ე.წ. გოგოების წინა დაცვეთა გახდეს სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი. ჩვენ სამწუხაროდ არ გვეგონა, რომ ასეთი რამ არსებობს საქართველოში, არის სხვადასხვა ქვეყანა მსოფლიოში, მათ შორის აფრიკის კონტინენტზე, სადაც გოგოები ასე სახიჩრდებიან. გვინდა საქართველოში ის რამდენიმე მაგალითი 2, თუ 3 სოფელში რაც არსებობს, სასწრაფოდ აღმოიფხვრას, მათ შორის ამ გზით“, - განმარტა თეა წულუკიანმა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)