|
2016-11-21 15:39:50, 2400 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის შს მინისტრის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტერაქტი აღკვეთეს
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა ტერაქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს. როგორც კაზნევმა აღნიშნა, სტრასბურგსა და მარსელში 7 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სავარაუდოდ თავდასხმას გეგმავდნენ. მისივე თქმით, “დაკავებების შედეგად შესაძლებელი გახდა ტერაქტის აღკვეთა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა”. მედია საშუალების იფნორმაციით, ეჭვმიტანილებს შორის ავღანეთის, მაროკოსა და საფრანგეთის მოქალაქეები არიან. დაკავებულთა ასაკი 29-დან 37 წლამდეა. მინისტრის ინფორმაციით, დაკავებულთაგან 6 პირი აქამდე სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ არ მოხვედრილა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ ნოემბერში კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)