16:32 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 12:56:11, 1257 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თამარ ჟვანიამ პარლამენტს დროებითი ხმის დამთვლელი კომისიისა და დროებითი სამანდატო კომისიის კანდიდატურები წარუდგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ პარლამენტს დასამტკიცებლად პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის 11 წევრისა და პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის 17 წევრის კანდიდატურები წარუდგინა.

ჟვანიას განცხადებით, პარლამენტში არჩეულ პოლიტიკურ ძალებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად, არჩევნების შედეგების პროპორციულობის პრინციპის დაცვით, კომისიის წევრობისთვის შემდეგი კანდიდატები შეირჩნენ-დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 11 კაცის შემადგენლობით: „ქართული ოცნებიდან“-გენადი მარგველაშვილი, გიორგი ბეგაძე, ვანო ზარდიაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, თეიმურაზ კოხრეიძე, ბექა ნაცვლიშვილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“-აკაკი ბობოხიძე, გიორგი ტუღუში, თინათინ ბოკუჩავა. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“-ადა მარშანია.

რაც შეეხება დროებით სამანდატო კომისიას, 17 წევრის შემადგენლობით-„ქართული ოცნებიდან“-გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, შალვა კიკნაველიძე, გიგა ბუკია, ოთარ ჩრდილელი, რუსლან პოღოსიანი, ნინო გოგუაძე, ლევან კობერიძე, დავით სონღულაშვილი, კობა ლურსმანაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი. ნაციონალური მოძრაობა-ხათუნა გოგორიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირმა ნადირაშვილი.

პატრიოტთა ალიანსიდან-გიორგი ლომია.  ასევე, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი სალომე ზურაბიშვილი. მე-9 მოწვევის პარლამენტი მათ კანდიდატურებს კენჭს ამწუთებში უყრის.

„ჩემთვის დიდი პატივია, წარვდგე იმ ადამიანების წინაშე, რომელთაც საქართველოს მოქალაქეებმა გადასცეს ხმა და მიანიჭეს მანდატი, რომ განახორციელონ ხელისუფლება ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში“,-აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics