|
2016-11-17 10:49:54, 2353 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილის ინფორმაციით, პოროშენკო მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს
პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს. ამის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. „ჩემმა ერთ-ერთმა ძალიან სანდო წყარომ გამაგებინა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ დააბარა იგორ კონონენკოს და მის დამხმარე გრანოვსკის, რომელიც სასამართლო საქმეების არაფორმალური კურატორია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორუფციულ პირამიდაშია, დაკავდეს იმ საკითხით, რომ მე მოქალაქეობა წამართვან. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სამართლის და უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, უკრაინის მოქალაქეს არ აქვს უფლება, რომ წაართვან მოქალაქეობა მაშინ, როდესაც მას არ გააჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი არა მხოლოდ იყენებს ამ „ბანდიტების„ და მატყუარების მომსახურებას, არამედ მათ რჩევებს ყურს უგდებს“,-წერს მიხელ სააკაშვილი.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)