|
2016-11-16 13:36:04, 928 ნახვა
საზოგადოება
"გირჩი" 31 დეკემბერს მარიხუანის დათესვით იმუქრება
იმ შემთხვევაში, თუ მე-9 მოწვევის პარლამენტი და მთავრობა ახალ წლამდე არსებული ნარკოპოლიტიკის ცვლილებას არ განახორციელებს, "გირჩის" წევრები 31 დეკემბერს, 23:59 საათზე, პარტიის ოფისში, საჯაროდ, პირდაპირ ეთერში, სხვა სრულწლოვან მოხალისეებთან ერთად მარიხუანას საჯაროდ დათესავენ, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ძაფარიძემ აღნიშნა, ახალ პარლამენტს ექნება საკმარისზე მეტი დრო იმისათვის რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელოს. მისივე თქმით, ამისთვის მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას კი ყველა საპარლამენტო პარტია ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ პირდებოდა. "ჩვენ ზუსტად გვესმის, რომ ამ ქმედებით ვარღვევთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 12 წლამდე. ჩვენ არ ვართ გიჟები, გვყავს ოჯახები, გვაქვს უამრავი მნიშვნელოვანი საქმე და არ გვსურს ცხოვრების რამდენიმე წლის პატიმრობაში გატარება. გირჩისთვის ეს არის პოლიტიკური აქტი, თავისუფლებისთვის პოლიტიკური ბრძოლის კონკრეტული გზა. მარიხუანა ამ შემთხვევაში მხოლოდ სიმბოლური ხასიათის მატარებელია. აკრძალული რომ იყოს ალკოჰოლი - დავრგავდით ვაზს. აკრძალული რომ იყოს ნიკოტინი - დავრგავდით თამბაქოს ბუჩქს. "გირჩია" ლიდერის თქმით, ცენტრი არსებობს მეტი თავისუფლების მოპოვების მიზნით. "ჩვენ ყველა თემას ვუკავშირებთ ადამიანის თავისუფლებას. თავისუფლება კი იწყება საკუთარი თავის, საკუთარი სხეულის განკარგვის სრული თავისუფლებიდან. ჩვენი აზრით ეს არის ადამიანის ნებისმიერი სხვა უფლების ფუნდამენტი და მის გარეშე შეუძლებელია თავისუფალი საზოგადოების არსებობა. ჩვენ და არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი წლებია ტრადიციული მეთოდებით ვცდილობთ ამ ქვეყანაში დრაკონული ნარკოპოლიტიკის ცვლილებას. ჩვენი შეთავაზება წინა მოწვევის პარლამენტისთვის, გადაედგა თუნდაც უმნიშვნელო ნაბიჯი სწორი მიმართულებით, მიუღებელი აღმოჩნდა. წლების განმავლობაში ასობით ათას მოქალაქეს, მათი ოჯახის წევრებს, სახელმწიფომ გაუმწარა, დაუნგრია ცხოვრება, მხოლოდ ბოლო წლის განმავლობაში ორი მოქალაქე გამოასალმა სიცოცხლეს. სახელმწიფო მანიპულირებს საზოგადოებრივი აზრით, შემდეგ ექცევიან მის ტყვეობაში და ბრმად რეაგირებენ მასზე. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოება დავაფიქროთ რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანის თავისუფლება - მოეპყროს თავს საკუთარი ნების შესაბამისად, რა კატასტროფული შედეგები მოაქვს სახელმწიფო ძალადობას და რა სიკეთის მოტანა შეუძლია მეტ თავისუფლებას როგორც კონკრეტულად ამ საქმეში ისე ზოგადად", - განაცხადა ჯაფარიძემ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)