|
2016-11-16 10:21:32, 983 ნახვა
სხვადასხვა
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა, ამავე დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ბაზაზე, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების უსაფრთხოებისა და პოლიციის ატაშეებს, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი დაეწრო. სტუმრებმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერეს. ისინი მიმდინარე და დაგეგმილ საბრძოლო და სპეციალური მომზადების სასწავლო კურსებსაც გაეცნენ, რომლებიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, ასევე, სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების პირადი შემადგენლობისთვის ტარდება. ვიზიტის მიზანი იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის არსებული წარმატებული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)