12:27 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-14 17:27:13, 1698 ნახვა

სამართალი
არსებული ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე ახალგაზრდა ქალი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაკავება ნარკოტიკული ნივთიერების გადატანის ფაქტზე მოხდა. დაკავებულია 10 ახალგაზრდა ქალი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან.

„ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ ქუთაისის აეროპორტში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს. თუმცა, უწყებაში დამატებით დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე  შესაბამისი ღონისძიება. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება“, - აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩაქვში მატარებელი 35 წლის ბელორუსის მოქალაქეს დაეჯახა, იგი გარდაიცვალა
შსს - კობა ფარტენაძე ღამე ხმამაღლა არღვევდა წესრიგს, ამიტომ დავიჭირეთ
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics