|
2016-11-11 15:26:01, 1356 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
უსუფაშვილი: ვვარაუდობ, მე და გუბაზ სანიკიძე სხვადასხვა ფლანგიდან გავაგრძელებთ ქვეყნის სამსახურს
პარლამენტის თავმდომარის დავით უსუფაშვილის ვარაუდით, ის და „ეროვნული ფორუმის“ ყოფილი წევრი გუბაზ სანიკიძე ქვეყნის სამსახურში საქმიანობას სხვადასხვა ფლანგიდან გააგრძელებენ. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. „დარწმუნებიული ვარ, გუბაზ სანიკიძესთან მექნება ისეთივე სათანამშრომლო და ძალიან კეთილგანწყობილი ადამიანური ურთიერთობა, რაც თითქმის 25 წლის განმავლობაში მქონდა რაც შეეხება პოლიტიკურ გზებს, ვვარაუდობ, რომ ჩვენ სხვადასხვა ფლანგიდან გავაგრძელებთ ქვეყნის სამსახურს, ისევე პროდუქტიულად, როგორც დღემდე“,-აღნიშნა უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ პარტია დატოვა. გუბაზ სანკიძე პარტიის დატოვების მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ პოლიტიკაში რჩება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)