|
2016-11-11 14:27:17, 1872 ნახვა
ეკონომიკა
ყოფილი კინოთეატრი „სიხარულის“ შენობა 707 000 ლარად გაიყიდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირობიან აუქციონზე ყოფილი კინოთეატრი „სიხარულის“ შენობა 707 000 ლარად გაყიდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აუქციონის პირობების მიხედვით აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ინვესტორი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას უზრუნველყოფს და სულ მცირე 1 200 000 ინვესტიციას განახორციელებს. „გაცნობებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომქალაქ თბილისში, თემქის დასახლებაში (კინოთეატრი ,,სიხარული“) მდებარე 3184.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ელექტრონულ აუქციონზე 18 ოქტომბერს გამოიტანა.უძრავი ქონების საწყისი ფასი -461000ლარს შეადგენდა. https://www.eauction.ge/Home/EntityView/358931“,-აცხადებენ უწყებაში. (NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)