|
2016-11-11 12:00:20, 1155 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
„ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, გამონაკლისი ვერ გაკეთდება“
“უცხოელმა ტურისტებმა საქართველოში ყოფნისას უნდა გაითვალისწინონ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და რაიმე გამონაკლისი ამ თვალსაზრისით ვერ გაკეთდება“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტო „როსტურიზმის“ განცხადებას, სადაც ის მოუწოდებს რუსულ ტურ ოპერატორებს, ტურების გაყიდვისას რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მათთვის „არსებული საფრთხეების“ შესახებ აცნობონ. აბაშიძის თქმით, მიმდინარე წელს საქართველოში დაფიქსირდა უცხოელი ტურისტების რეკორდული რაოდენობა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციიდან. „როსტურიზმის“ ამ განცხადებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოში მართლაც დაფიქსირდა უცხოელი ტურისტების რეკორდული რაოდენობა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციიდან. მთავრობის მიზანმიმართული მუშაობის შედეგად ქვეყანაში უცხოელი ტურისტებისთვის შექმნილია კომფორტული, უსაფრთხო გარემო. ამას აღნიშნავენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე თვით უცხოელი ტურისტები. ამასთანავე, უცხოელმა ტურისტებმა საქართველოში ყოფნისას ბუნებრივია, უნდა გაითვალისწინონ ჩვენი კანონმდებლობა, მათ შორის, კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქისათვის რაიმე გამონაკლისი ამ თვალსაზრისით ვერ გაკეთდება. ჩვენ ვეთანხმებით აღნიშნული კომენტარის იმ ნაწილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში მოგზაურობისას უცხოელმა ტურისტებმა თან უნდა იქონიონ სამედიცინო დაზღვევა, რათა თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა სახის გართულებები ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)