|
2016-11-09 19:39:11, 1295 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თენგიზ ფხალაძე: ცოტა ფრთხილად "სამძიმრებში" ამერიკელების მიმართ
ტრამპის გამარჯვება კიდევ ერთი გაკვეთილია იმისა, რომ თუ გინდა რომ ხალხმა აგირჩიოს, ხალხთან უნდა იყო, მისი პრობლემა უნდა გესმოდეს და მის ენაზე ლაპარაკობდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ფხალაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, საქართველოსადმი ამერიკის ინტერესი გრძელვადიანია. "დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, 25 წლის განმავლობაში ყურადღება და დახმარება არც „რესპუბლიკელებისგან“ მოგვკლებია და არც „დემოკრატებისგან“. რას და როგორ გამოვიყენებთ, ჩვენზეა დამოკიდებული; არავინ იცის, როგორი პრეზიდენტი იქნება ტრამპი. ამ ადამიანს საჯარო სამსახურში არასოდეს უმუშავია. წინასაარჩევნო კამპანია და რეალური პოლიტიკური ნაბიჯები ხშირად ერთმანეთისაგან განსხვავდება. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში რამდენჯერმე შესძლო ფეხზე წამოდგომა და ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების მოგება, პატივისცემას ნამდვილად იმსახურებს; ტრამპის გამარჯვება კიდევ ერთი გაკვეთილია იმისა, რომ თუ გინდა, რომ ხალხმა აგირჩიოს, ხალხთან უნდა იყო, მისი პრობლემა უნდა გესმოდეს და მის ენაზე ლაპარაკობდე. დიახ, მის ენაზე და არა ცოტა „ბომონდშიათქვეფილ, ინტელექტუალ-ყოვლისმცოდნე ზემოდან გადმოხედვით“, - წერს ფხალაძე. ამასთან მისივე თქმით, ტრამპის კრიტიკა უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისგან მიუღებელია. "ცოტა ფრთხილად "სამძიმრებში" ამერიკელების მიმართ. გაითვალისწინეთ, რომ ეს ტრამპი სწორედ ამერიკელებმა აირჩიეს და არა უცხოპლანეტელებმა. ვიღაც შეიძლება ამერიკაში აკრიტიკებს, მაგრამ რაც შინაურისგან მისაღებია, უცხოსგან მიუღებელია. აშშ ის ქვეყანაა, რომელიც ინსტიტუტებს განსაკუთრებულ პატივს სცემს და მის მასხრად აგდებას უცხოს ნამდვილად არ აპატიებს. და ბოლოს, ძალიან მიყვარს ამერიკა, მაგრამ ამერიკელებზე მეტად ნუ ვიქნებით მისი "ლხინისა თუ ჭირისუფლები", ჩვენს თავს მივხედოთ“, - წერს თენგიზ ფხალხაძე.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)