00:04 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 13:16:16, 2343 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პუტინმა დონალდ ტრამპს მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსულ-ამერიკული ურთიერთობების კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანისა და გლობალური პორბლემების დარეგულირების გზის პოვნის იმედი გამოთქვა.

რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის პოზიციების გათვალისწინების პრინციპებზე აგებული კონსტრუქციული დიალოგი ორივე ქვეყნის მოსახლეობისა და მსოფლიო საზოგადოების ინტერესებს შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით აშშ-ის რიგით 45-ე პრეზიდენტი "რესპუბლიკელი" დონალდ ტრამპი გახდა. მან ამომრჩეველთა კოლეგიის 278 ხმა დააგროვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics