|
2016-11-09 12:22:27, 2390 ნახვა
მსოფლიო
მაიკლ პენსი: ჩემთვის დიდი პატივია ქვეყანას ვიცე-პრეზიდენტის რანგში ვემსახურო
ეს ისტორიული დღეა, ამერიკელებმა თავიანთი სიტყვა თქვეს, ამერიკამ ახალი პრეზიდენტი აირჩია, - ამის შესახებ აშშ-ის მომავალმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენმა განაცხადა. როგორც პენსმა აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია ქვეყანას ვიცე-პრეზიდენტის რანგში ემსახუროს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. მედია საშუალებები სხვადასხვა მონაცემებს ავრცელებენ. ასე მაგალითად, CNN-ის ინფორმაციით, "რესპუბლიკელ" კანდიდატს კოლეგიის 288 ხმა, მაშინ როდესაც მის ოპონენტ ჰილარი კლინტონს 215 ხმა აქვს. მედიის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ინდიანას შტატის გუბერნატორი მაიკლ პენსი დაიკავებს. ცნობისთვის, რესპუბლიკელების კანდიდატის მხარდამჭერები უკვე გამარჯვებას ზეიმობენ. აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება. დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბარაკ ობამას შეცვლის, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადის განმავლობაში, 2008 წლიდან იკავებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)