|
2016-11-09 12:13:57, 1778 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: პირობას გაძლევთ, ამ გამარჯვებით ყველა ამერიკული ოცნება ახდება
აშშ-ში პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს საარჩევნო შტაბიდან სიტყვით მიმართა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ეს იყო მძიმე საარჩევნო კამპანია, თუმცა მათ გამარჯვება მაინც შეძლეს. "ამ გამარჯვებით ახდება ყველა ამერიკული ოცნება, ამის პირობას მე გაძლევთ. ეს იყო საკმაოდ მძიმე და რთული საარჩევნო კამპანია, თუმცა ჩვენ ეს მაინც შევძელით. მადლობას ვუხდი ყველა ჩემ მხარდამჭერს. მინდა, რომ რამდნეიმე წელიწადში თითოეულმა თქვენგანმა თქვას, რომ სწორი არჩევანი გააკეთა, მინდა, რომ თქვენი პრეზიდენტით იამაყოთ. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემ შვილებს და ჩემს მშვენიერ მეუღლეს, რომლებიც მტელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგნენ", - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა. ამასთან, პრეზიდენტობის "რესპუბლიკელმა" კანდიდატმა აღნიშნა, რომ ჰილარი კლინტონომა მას გამარჯვება უკვე მიულოცა. "ახლა დამირეკა ჰილარი კლინტონმა, მან მოგვილოცა გამარჯვება, ახლა დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთად უნდა გაერთიანდეს. მოვიდა დრო, მე ვფიქცავ, რო,მ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მივმართავ მათ, ვინც არ მიჭერდა მხარს, უნდა გავერთიანდეთ. ჩვენ არ გვქონდა კამპანია, არამედ მოძრაობა. ქალები და კაცები, რომლებსაც უყვართ ჩვენი ქვეყანა. ეს მოძრაობა აერთიანებს ყველა რელიგიისა და წარმომავლობის ადამიანებს. კიდე ჩაგიგდებ ყველა ამერიკელ ექნება შანსი, თავისი პოტენციალი განავითაროს. მილიონობით ადამიანს ექნება სამუშაო ადგილი", - აცხადებს ტრამპი.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)