|
2016-11-09 11:36:32, 2019 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი არჩევნებში ტრამპის მოსალოდნელ გამარჯვებას
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლეიენი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მოსალოდნელ გამარჯვებას "დიდ შოკს" უწოდებს, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება. “ვფიქრობ, ტრამპმა იცის, რომ ეს იყო არა მისთვის მიცემული ხმა, არამედ ვაშინგტონის, ისტებლიშმენტის წინააღმდეგ მიცემული ხმა”, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს დონალდ ტრამპს, ამ დროისთვის ამომრჩეველთა კოლეგიის 266 ხმა აქვს დაგროვილი, მაშინ როდესაც მის ოპონენტს ჰილარი კლინტონს უცვლელად 218 ხმა აქვს. როგორც მედია საშუალება წერს, დონალდ ტრამპს გამარჯვებამდე კოლეგიის მხოლოდ 6 ხმა სჭირდება. ცნობისთვის, არჩევნებში გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატმა 538-წევრიანი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმათა უმრავლესობა უნდა მოაგროვოს. კანდიდატს გამარჯვებისთვის კოლეგიის 270 ხმა სჭირდება. აშშ-ის მოქალაქეები ქვეყნის რიგით 45-ე პრეზიდენტს ირჩევენ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)