|
2016-11-08 13:24:04, 1224 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი: აშშ-თვის საქართველო ყოველთვის დარჩება ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანად რეგიონში
ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, საქართველო დარჩება ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანად რეგიონში,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. "ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკმაოდ არაორდინალურიც, განსხვავებული ყველა წინა საპრეზიდენტო არჩევნებისგან. ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და დარჩება ასეთად, რომელმა კანდიდატმაც არ უნდა გაიმარჯვოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო უნდა დავაახლოვოთ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთნ", - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)