14:48 - 14 Aug, 2026
|
2016-11-08 13:20:27, 1347 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
რატიანი: ეს სანდრას პირადი გადაწყვეტილებაა, რომლის თაობაზეც ინფორმირებული ვიყავით
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელ მდივან სერგო რატიანის განცხადებით, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ის დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს, პარტიისთვის ცნობილი იყო და არაფერი გაუგებარი ამ გადაწყვეტილებაში არაა. „ეს არის სანდრას პირადი გადაწყვეტილება, რომლის თაობაზეც ჩვენ ვიყავით ინფორმირებული, გუშინ გვქონდა ამ თემაზე კომუნიკაცია. მე სრულიად მესმის მისი, არაფერი გაუგებარი ამ გადაწყვეტილებაში არაა. პატივს ვცემთ მის პირად არჩევანს“, - განაცხადა რატიანმა. პარტიის ინფორმციით, სანდრა რულოვსის მხრიდან დეპუტატის მანდატზე უარის თქმის შემდეგ, პარლამენტში გიორგი ღვინიაშვილი შევა, რომელიც პარტიის პროპორციულ სიაში 28-ეა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)