|
2016-11-07 16:47:11, 1321 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი იანვარში იტალიას ეწვევა
მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იტალიის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ კვირიკაშვილისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის, პაოლო ჯენტილონის შეხვედრაზე აღინიშნა. მხარეებმა საქართველო–იტალიის ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით კი, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. მხარეებმა აღინიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობებისა და ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს, მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. პაოლო ჯენტილონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. გიორგი კვირიკაშვილმა პაოლო ჯენტილონის ვიზიტი იტალიის მთავრობის მხრიდან გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად შეაფასა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)